ჩატვირთვა

კოვიდ-19 ბავშვებში

კოვიდ-19 ბავშვებში

მას შემდეგ, რაც კოვიდ-19 პირველი შემთხვევები გამომჟავნდა და მსოფლიო პანდემია გამოცხადდა 1 წელზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მეცნიერებისთვის ბევრი რამ გახდა ცნობილი ახალ კორონა ვირუსზე, რომელსაც SARS-Cov-2 უწოდეს.


აღმოჩნდა, რომ ბავშვები ამ ვირუსით გაცილებით იშვიათად ინფიცირდებიან ვიდრე ზრდასრულები, დაინფიცირების შემთხვევაში კი  ამ ვირუსით გამოწვეული კოვიდ-19 ბავშვებში გაცილებით მსუბუქად, ხშირად კი აბსოლუტურად უსიმპტომოდ  მიმდინარეობს.
ასე მაგალითად: 2020 წლის გაზაფხულზე იტალიაში ინფიცირებულების მხოლოდ 1% შედგენდნენ 16 წლის ასაკამდე ბავშვები, აშშ-ში - 1.7%-ს.


ამ ფენომენის ახსნის რამდენიმე მოსაზრება არსებობს:


1. SARS-Cov-2 ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი-2 ის (აგფ-2) რეცეპტორების საშუალებით. ვირუსის „ეკლის“ (Spike) S-გლიკოპროტეინი ემაგრება აგფ-2 რეცეპტორს და ამ “კარიბჭის“ საშუალებით აღწევს ადამიანის ორგანიზმში.
 SARS-Cov-2 ვირუსი წვეთოვანი გზით, სასუნთქი გზების საშუალბით გადაეცემა. შესაბამისად ვირუსის პირველი „კონტაქტი“ აგფ-2 რეცეპტორებთან ცხვირსა და ხახაში ხდება. აღმოჩნდა რომ 16 წლის ასაკამდე ბავშვებს გაცილებით ნაკლები აგფ-2 რეცეპტორები აქვთ ცხვირსა და ხახაში ვიდრე ზრდასრულებს. რაც უფრო ნაკლებია აგფ-2 რეცეპტორების რაოდენობა, მით ნაკლებია ვირუსის ორგანიზმში შეღწევის და ადამიანის ინფიცირების ალბათობა.
https://www.researchsquare.com/article/rs-142262/v1

2. SARS-CoV-2 ვირუსი ერთ-ერთია ე.წ. კორონავირუსების ჯგუფში, რომლებიც ადამიანებში გვხვდება. ამ ჯგუფში ზოგიერთი ვირუსი მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომს იწვევს როგორებიცაა SARS, MERS  და SARS-CoV-2  ზოგი კორონა ვირუსი კი სეზონური „გაციების“ მიზეზია. ასეთებია HCoV-OC43, HCoV-HKU1, HCoV-229E და  HCoV-NL63 კორონავირუსები. როგრც ყველა სხვა ვირუსის შემთხვევაში, კორონა ვირუსის ადამიანის ორგანიზმში შეღწევა იწვევს  იმუნური სისტმის  მიერ სპეციფიური ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც ვირუსს „ებრძვიან“.
იმ ბაშვებს, რომლებსაც არ ჰქონდათ გადატანილი COVID-19, სისხლში აღმოაჩნდათ SARS-CoV-2  ეკლის (Spike) S2- გლიკოპროტეინის მანეიტრალიზირებელი ანტისხეულები (IgG). ამ კვლევით დადასტურდა მოსაზრება, რომ კორონავირუსებით ინფიცირების დროს ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ანტისეხეულები, რომლებიც „ჯვარედინაd’ შეიძლება მოქმედებდნენ კორონავირუსები სხვადასხვა კლასებზე. იმის გამო, რომ ბავშვები უფრო ხშირად „ცივდებიან“ (ინფიცირდებიან არააგრესიული კორონავირუსებით), მათ ორგანიზმში კორონავირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულების კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. ამ ანტისხეულების ნაწილი კი „ჯვარედინი რეაქციით” (crossreactivity) ანეიტრალებს COVID-19-ის გამომწვევ  SARS-CoV-2 ვირუსს.

წყარო
https://www.researchsquare.com/article/rs-142262/v1
https://jamanetwork.com/journals/jama/fullarticle/2766522
https://science.sciencemag.org/content/370/6522/1339?fbclid=IwAR1NERPdRuYR7wMSoTSIqNDQ23Tt_NCVYDLVVsSu_ydeXvNqJKVCuK7dJZA