ჩატვირთვა

რა უნდა ვიცოდეთ დელტა ვარიანტის (შტამის) შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ დელტა ვარიანტის (შტამის) შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ დელტა ვარიანტის (შტამის) შესახებ

 

SARS-CoV-2 ვირუსის დელტა ვარიანტი (B.1.617.2) პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს 2020 წლის დეკემბერში. ეს ვარიანტი იმდენად სწრაფად გავრცელდა რომ რამდენიმე თვეში 98 ქვეყანაში შეაღწია და დღეს კოვიდ-19 გამომწვევი დომინანტი ვარიანტია ინდოეთში,  ინგლისში, შოტლანდიაში, ისრაელში, აშშ-ში. დელტა ვარიანტით ინფიცირებულია აშშ-ში კოვიდ-19 დადასტურებულების 83% და ინგლისის 95%.

რამდენად გადამდებია დელტა ვარიანტი?

დელტა ვარიანტი ორჯერ უფრო კონტაგიოზურია (გადამდებია) ვიდრე ორიგინალი ვუჰანის  (WA1-2020) ვარიანტი. იმის გამო რომ დელტა ვარიანტი გაცილებით სწრაფად მრავლდება (რეპლიცირებს) ვიდრე ვუჰანის ვარიანტი, დელტა ვარიანტით ინფიცირებული პაციენტების ცხვირხახის ნაცხში ვირუსის კონცენტრაცია (viral load) დაახლოებით 1000-ჯერ მაღალი აღმოჩნდა ვუჰანის ვარიანტთან შედარებით. თუ ვუჰანის ვარიანტის შემთხვევაში კონტაქტის შემდეგ საშუალოდ 6 დღის შემდეგ იყო შესაძლებელი PCR-მეთოდით ვირუსის აღმოჩენა, დელტა ვარიანტის შემთხვევაში ეს დრო 4-დღემდეა შემცირებული.

 

 ოგორია დელტა ვარიანტით ინფიცირების სიმპტომები?

კვლევების შედეგად დადგინდა რომ დელტა ვარიანტით გამოწვეულ კოვიდ-19 მცირედ განსხვავებული  სიმპტომები ახასიათებს. დელტასთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სურდო, კანზე გამონაყარი, ტერფების ფერის შეცვლა. შედარებით იშვიათია  ხველა და ყნოსვა/გემოს დაკარგვა.  ინდოეთში დელტა ვარიანტთან დაკავშირებული სხვა, მძიმე სიმპტომებიც აღინიშნა - სმენის დაქვეითება, მწვავე დიარეა (კუჭის აშლილობა), თრომბოზი და თრომბოზით გამოწვეული განგრენა.

 

რამდენად საშიშია დელტა ვარიანტი?

შოტლანდიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ ალფა (ბრიტანული) ვარიანტთან შედარებით დელტა ვარიანტით ინფიცირებულ არავაქცინირებულებში ორჯერ გაიზარდა ჰოსპიტალიზაციიის შემთხვევები. WA-1 (ვუჰანისდა ალფა (ბრიტანული) ვარიანტებისგან განსხვავებით, დელტა ვარიანტით ხშირად ინფიცირდებიან ჩვილები და ბავშვები .
აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშში აღნიშნულია რომ 7-დღის მაჩვენებლებით ახალი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია 69.3%, ჰოსპიტალიზაციისა კი 35%-ით. ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები ძირითად გაზრდილია არავაქცინირებული მოსახლეობის ხარჯზე.
მონაცემების სიმცირის გამო ჯერჯერობით შეუძლებელია ერთმნიშვნელოვნად თქმა რომ დელტა ვარიანტი უფრო საშიში ან უფრო მომაკვდინებელია ვიდრე  ალფა (ბრიტანული) ვარიანტი.

 
რამდენად გვიცავს ვაქცინაცია დელტა ვარიანტისგან?

კვლევებმა აჩვენა რომ  არსებული ვაქცინებით სრული ვაქცინაცია ეფექტურად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას.
აღმოჩნდა რომ ვაქცინაციის შემდეგ გამომუშავებული დელტა ვარიანტის საწინაარმდეგო  მანეიტრალიზებელი ანტისხეულების კონცენტრაცია ნაკლებია WA-1 (ვუჰანი) ვარიანტის წინააღმდეგ  გამომუშავებულ ანტისხეულების კონცენტრაციასთან  შედარებით (ამით შეიძლება აიხსნას სრულად ვაქცინირებულების ინფიცირება დელტა ვარიანტით ე.წ.  
breakthrough cases).
აღმოჩნდა რომ რნმ ვაქცინებით ვაქცინაციის შემდეგ B-უჯრედების მიერ გამომუშავებული მანეიტრალიზებელი ანტისხეულები გაცილებით ეფექტურად ანეიტრალებდნენ დელტა ვარიანტს, ვიდრე ვუჰანის ვარიანტით  კოვიდ-19 გადატანის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულები. ვუჰანის ვარიანტით ინფიცირებისას (ადამიანის ორგანიზმში) გამომუშავებული სპაიკ ცილის  N-დომეინის  წინაღმდეგ გამომუშავებული ანტისხეულები  ხშირად „ვერ ცნობენ“ დელტა ვარიანტის N-დომეინს. რაც შეიძლება ვუჰანის ვარიანტით კოვიდ-19 გადატანილების დელტა ვარიანტით ინფიცირების მიზეზი იყოს.
ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგებით ერთი დოზით ვაქციანაცია 30.7%-ით ეფექტური იყო დელტა ვარიანტის წინააღმდეგ როგორც ფაიზერის (
BNT162b2ასევე ასტრაზენეკას ( ChAdOx1) ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ.

ორი დოზით (სრული) ვაქცინაცის შემდეგ დელტა ვარიანტის მიმართ ფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა იყო  - 88%,  აზტრაზენეკას ვაქცინის - 67%.

 

ჩინური სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინების ახალი ვარიანტების მიმართ ეფექტურობის კვლევები მიმდინარეობს თურქეთში, ინდონეზიაში, ბრაზილიაში, ტაილანდში. წინასწარი მონაცემებით „ტრადიციული მეთოდით“ (დახოცილ/დასუსტებული ვირუსზე შექმნილი) ვაქცინები 15-20% ნაკლებად ეფექტურია ახალი შტამების წინააღმდეგ, მაგრამ თითქმის 100% იცავს გარდაცვალებისგან.

 

იმის გამო რომ არსებული ვაქცინებით სრული ვაქცინაციის შემდეგ გამომუშავებული დელტა ვარიანტის საწინააღმდეგო  მანეიტრალიზებელი ანტისხეულების კონცენტრაცია და ინფიცირებისგან დაცვა არ არის ოპტიმალური, კოვიდ-19-ის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებულია დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება და დისტანციის დაცვა.

 

რომელი ვარიანტია დომინანტი საქართელოში?

ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით საქართველოში SARS-CoV-2 ვირუსის რომელი ვარიანტები ცირკულირებს და/ან რომელი ვარიანტია დომინანტი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ დომინანტი დელტა ვარიანტია. იმის დასადგენად თუ რომელი ვარიანტები ცირკულირებენ და/ან რომელი ვარიანტია საქართველოში დომინანტი, აუცილებელია ახალი შემთხვევების 3%-5% შესწავლა ვირუსის გენომის სექვენირების მეთოდით.

 

წყარო

https://assets.publishing.service.gov.uk/government/uploads/system/uploads/attachment_data/file/993321/S1267_SPI-M-O_Consensus_Statement.pdf

https://virological.org/t/viral-infection-and-transmission-in-a-large-well-traced-outbreak-caused-by-the-delta-sars-cov-2-variant/724

https://www.mpnrc.org/delta-plus-variant-symptoms-cause-precaution-treatment/
https://www.thelancet.com/journals/lancet/article/PIIS0140-6736(21)01358-1/fulltext
https://www.bloomberg.com/news/articles/2021-06-07/gangrene-hearing-loss-point-to-delta-variant-being-more-severe

https://khub.net/documents/135939561/479607266/Effectiveness+of+COVID-19+vaccines+against+hospital+admission+with+the+Delta+(B.1.617.2)+variant.pdf/1c213463-3997-ed16-2a6f-14e5deb0b997?t=1623689315431

https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMc2107799

https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa2108891?query=TOC&cid=NEJM%20eToc,%20July%2022,%202021%20A%20DM162198_NEJM_Non_Subscriber&bid=560372554%22%20\

https://asm.org/Articles/2021/July/How-Dangerous-is-the-Delta-Variant-B-1-617-2

https://www.bbc.com/news/world-asia-china-57817591