არაინფექციური დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობაში კიბო მეორე ადგილზეა გულსისხლძრღვთა დაავადებების შემდეგ.
კიბო არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია გენების ცვლილებით-მუტაციით.
გენები არის დნმ-ის შემადგენელი ნაწილები, რომლებიც აკონტროლებენ უჯრედის ზრდა-განვითარებას და უკუგანვითარება-სიკვდილს. ასევე გენები აკონტროლებენ ცილების სინთეზს.
გენი არის მემკვიდრეობის ძირითადი ფიზიკური ერთეული, რომელიც მშობლიდან შვილს გადაეცემა. გენი არის ქრომოსომას დნმ-ის მონაკვეთი.
ქრომოსომები არის გრეხილი ძაფის მსგავსი სტრუქტურები, რომლებიც განლაგებულია ჩვენი ორგანიზმის უჯრედების ბირთვში. თითოეული ქრომოსომა შედგება ცილისგან და დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის (დნმ) მოლეკულისგან.
ქრომოსომების შევიწროებული რეგიონი ცნობილია როგორც ცენტრომერი. ცენტრომერის ორივე მხარეს მდებარე უბნებს ქრომოსომის მკლავები ეწოდება.
ტელომერები არის დნმ-ის მონაკვეთები, რომლებიც მდებარეობს ხაზოვანი ქრომოსომების ბოლოებზე.
ადამიანის აქვს 46 (23 წყვილი) ქრომოსომა. ჯამში ადამიანს აქვს 20 ათასი გენი. ორგანიზმში გენები აკონტროლებენ უჯრედების გამრავლებას და ზრდას.
კიბო არის გენეტიკური დაავადება რომელიც გამოწვეულია გენებში განვითარებული ცვლილებებით ე.წ. მუტაციებით. კიბოს განვითარებაში ორი ტიპის გენები მონაწილეობენ - ონკოგენები და სიმსივნის დამთრგუნველი გენები (tumor suppressor genes).
პროტო-ონკოგენი არის ჯანმრთელი გენი, რომელიც გვხვდება ყველა უჯრედში.
პროტო-ონკოგენები, მათი „ზედამხედველობით“ სინთეზირებული ცილების საშუალებით, უზრუნვებელყოფენ უჯრედში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებს:
უჯრედის დაყოფასა და გამრავლებას, აკონტროლებენ უჯრედის დიფერენცირებას, განსაზღვრავენ უჯრედის სიცოცხლის ხანრძლიობას.
როდესაც პროტო-ონკოგენი განიცდის მუტაციას (ცვლილებას) ის იქცევა „ცუდ“ გენად. რის შედეგადაც უჯრედი იწყებს უკონტროლო გამრავლებას, რაც ხდება სიმსივნის განვითარების მიზეზი. ამ გადაგვარებულ, მუტაციურ გენს ონკოგენი ეწოდება.
სიმსივნის დამთრგუნველი გენები ანელებენ უჯრედების დაყოფა-გამრავლებას, ასწორებენ დნმ-ის რეპლიკაციის დროს დაშვებულ შეცდომებს, აკონტროლებენ აპოპტოზს - უჯრედის დაპროგრამებულ სიკვდილს.
როდესაც სიმსივნის დამთრგუნველი გენები „არასწორად მუშაობენ’“ იწყება უჯრედების უკონტროლო გამრავლება და/ან დეფექტური დნმ-ის სინთეზი, რაც კიბოს წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს.
კიბოს მიზეზი მუტაციებია, რომლის შედეგად პროტო-ონკოგენი გადაიქცევა ონკოგენად და/ან სიმსივნის დამთრგუნველი გენი წყვეტს ნორმალ ფუნქციონირებას. ირღვევა ორგანიზმის ბუნებრივი ბალანსი, რის შედეგადაც გამრავლებას იწყებენ მუტაციების შედეგად წარმოქმნილი „დეფექტური“, ანუ კიბოს უჯრდები.
სამედიცინო ცენტრი ლაბუნო თანამშრომლობს ამერიკულ სამედიცინო კორპორაციასთან Color Health, სადაც იგზავნება ნერწვის ნიმუში გენეტიკური სეკვენირებისათვის. 60 გენის შესწავლის შედეგად შესაძლებელია 8 სახის მემკვიდრეობითი კიბოსა და გულსისძარღვთა სისტემის 4 გენეტიკურად განპირობებული პათოლოგიის რისკის დადგენა.