დღესდღეობით SARS-CoV-2 ვირუსის რამდენიმე შტამი არის ცნობილი, რომლებიც კოვიდ-19 გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსის რნმ-ში ნუკლეოტიდების ჩანაცვლების შედეგია.
ბრიტანული ვარიანტი (B.1.1.7) – ვირუსის ეს ვარიანტი გამოირჩევა უფრო სწრაფი გავრცელების უნარით ვიდრე „კლასიკური“ SARS-CoV-2 ვირუსი და ამიტომ შესაძლებელია მომატებული სიკვლდილიანობის მიზეზი გახდეს.
სამხრეთ აფრიკული ვარიანტი (B.1.351) – ახასიათებს უფრო სწრაფი გავრცელების უნარი. ამცირებს მონოკლონური პრეპარატების ეფექტურობას, (კლასიკური) კოვიდ-19 გადატანის შემდეგ გამომუშავებული ანტისეხეულების ან კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობას. რაც შეიძლება ადამიანის ხელმეორედ ინფიცირების მიზეზი გახდეს.
ბრაზილიური ვარიანტი (P.1) -ახასიათებს უფრო სწრაფი გავრცელება ვიდრე „კლასიკური“ SARS-CoV-2 . მნიშვნელოვნად ამცირებს მონოკლონური პრეპარატების ეფექტურობას. ასევე კოვიდ-19 გადატანის შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულების ან კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობას. ამ ვარიანტის გავრეცელების შემდეგ ბრაზილიაში, ქალაქ მანაუსში აღინიშნა კოვიდ-19 ის სიკვდილიანობის მაღალი სიხშირე.
კალიფორნიული ვარიანტი (B.1.427) - გამოირჩევა უფრო სწრაფი გავრცელებით ვიდრე „კლასიკური“ SARS-CoV-2 . მნიშვნელოვნად ამცირებს კოვიდ-19 გადატანის ან კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულების ეფექტურობას.