კოვიდ-19 პროფილაქტიკური ვაქცინით ვაქცინაციის პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია მოსახლეობას მიეწოდოს სწორი, მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული ინფორმაცია და რეკომენდაციები. ვაქცინაციის პროცესი უნდა ემყარებოდეს ორ ფუნდამენტურ დათქმას:
1. ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი
2. ვაქცინაციის ორგანიზატორები და შემსრულებლები ვალდებული არიან მოსახლეობას მიაწოდონ ყველა არსებული ინფორმაცია ვაქცინაციის რისკებისა და სარგებლის შესახებ, რათა პიროვნებამ მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება - აიცრას თუ არ აიცრას.
ერთ ერთი თემა, რაც არ არის სათანადოდ განხილული არის ვაცქცინაციის შესაძლო გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე.
გადაწყვეტილების მისაღებად ორსულმა უნდა იცოდეს, რომ:
· ორსულობა ეკუთვნის კოვიდ-19 მაღალ რისკ ჯგუფს, რადგან კოვიდ-19 ის გამომწვევი SARS-Cov-2- ვირუსით ინფიცირებული ორსულები 15%-25% ით უფრო ხშირად მძიმდებიან (არაორსულებთან შედარებით) რაც ორსულობის შეწყვეტის ან უფრო მძიმე გართულებების მიზეზი შეიძლება გახდეს;
· აშშ და ევროკავშირის ფარმაცევტული რეგულატორების (FDA, EMA) მიერ დაშვებულ კოვიდ-19 პროფილაქტურ ყველა ვაქცინას მინიჭებული აქვს გადაუდებელი აუცილებლობის ავტორიზაცია (Emergency Use Authorization) და არა ფორმალური, სრული ავტორიზაცია;
გადაუდებელი აუცილებლობის ავტორიზაცია მიღებული აქვთ შემდეგი მწარმოებლების კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინება:
-ფაიზერ/ბიონტეკი
-მოდერნა
-ასტრაზენეკა
-ცილაგი/ჯონსონი და ჯონსონი
გადაუდებელი აუცილებლობის ავტორიზაცია (Emergency Use Authorization) გაცემის საფუძველი გახდა კოვიდ-19 თან დაკავშირებული რისკი/სარგებლის შეფასება და კლინკური კვლევების შუალედური მონაცემების ანალიზი;
იმ კლინიკურ კვლევებში, რომლის საფუძველზეც გაიცა გადაუდებელი აუცილებლობის ავტორიზაცია, ორსულები არ მონაწილეობდნენ. ამდენად კოვიდ-19 პროფილაქტიკური ვაქცინების გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე ამ კლინიკური კვლევების დროს არ შესწავლილა.
o ცხოველებზე ჩატარებული კვლევების თანახმად ავტორიზებული ვაქცინები უსაფრთხოა ნაყოფისთვის.
o 2020 წლის ბოლოს დაწყებული მასობრივი ვაქცინაციის პროცესში იმუნიზირებულ ორსულებზე დაკვირვებამ და ინფორმაციის შეგროვებამ არ გამოავლინა რაიმე გართულებები ან ცვლილებები, რომლებმაც გავლენა მოეხდინეს ნაყოფზე ან/და ორსულობის მიმდინარეობაზე;
ახლახან ჩატარებულმ კლინიკურმა, რანდმიზებულმა კვლევამ აჩვენა რომ:
o კოვიდ-19 ვაქცინაციის (ფაიზერ/ბიონტეკი) შემდეგ ორსულებში გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა არ განსხვავდებოდა საკონტროლო (არაორსული) ჯგუფის პაციენტeბში გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობას.
o კოვიდ-19 ვაქცინაციის (ფაიზერ/ბიონტეკი) შემდეგ ორსულებში გამომუშავებული ანტისხეულების (IgG, IgA, IgM) კონცენტრაცია სჭარბობდა კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ორსულებში გამომუშავებული ანტისხეულების ისტორიულ მაჩვნებლებს.
o ორსულების ვაქცინაციის შემდეგ კოვიდ-19 ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოჩენილი იქნა ჭიპლარის სისხლში და მეძუძური ქალების რძეში; რაც მიუთითებს ნაყოფის „პასიურ“ იმუნიზაციაზე.
არსებული პრეკლინიკური და კლინიკური დაკვირვებების საფუძველზე აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC), მენ-გინეკოლოგთა სერთაშორისო ასოციაცია (FIGO), ბრიტანული მეან-გინეკოლოგთა კოლეჯი (RCOB) ასკვნიან რომ
კოვიდ-19 ვაქცინის შეთავაზება შესაძლებელია როგორც ორსულებისთვის, ასევე მეძუძური ქალებისთვის.
ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ორსულებისთვის, რომლებიც განეკუთვნებიან კოვიდ-19 ინფიცირების მაღალ რისკ ჯგუფებს (მაგ. სამედიცინო პერსონალი) ან კოვიდ-19 შესაძლო გართულებების მაღალ რისკ ჯგუფებს (მაგ. გესტაციური დიაბეტი).
წყარო:
https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/vaccines/recommendations/pregnancy.html
https://www.figo.org/covid-19-vaccination-pregnant-and-breastfeeding-women
https://www.ajog.org/article/S0002-9378(21)00187-3/fulltext
https://www.rcog.org.uk/en/guidelines-research-services/coronavirus-covid-19-pregnancy-and-womens-health/covid-19-vaccines-and-pregnancy/covid-19-vaccines-pregnancy-and-breastfeeding/