SARS-CoV-2 ვირუსის „ინდური ვარიანტი“ უფრო ზუსტად კი, B.1.617 ვარიანტი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს ინდოეთში, 2021 წელს ინდოეთში კოვიდ-19 -ის „მეორე ტალღის“ ძირითადი მიზეზი გახდა.
არსებობს ვარაუდი, რომ B.1.617 ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდბა ვიდრე ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტი B.1.1.7, რომელიც თავის მხრივ უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე SARS-CoV-2 „საწყისი“ ვუჰანის შტამი.
B.1.617 ვარიანტის სამი ქვეჯგუფია ცნობილი. მათგან ყველაზე საყურადღებოა B.1.617.2 ვარიანტი, რომელიც დომინირებს ინდოეთში და ძალიან სწრაფად ვრცელდება დიდ ბრიტანეთში.
ინდური ვარიანტის კიდევ ერთი ქვეჯგუფია B.1.617.1 რომელსაც „ინდური ორმაგი მუტანტი“ (Double Mutant) უწოდეს, რადგან ამ ვარიანტის S (სპაიკ) ცილაში ორი მუტაცია აღმოაჩინეს L452R და E484Q. მეცნიერები შიშობენ, რომ ამ ორი მუტაციის გამო, ვაქცინაციის შედეგად ან „ძველი“ ვუჰანის შტამით ინფიცირების შემდგ ორგანიზმში გამომუშავებული ამნტისხეულები ვერ გააუვნებელყოფენ SARS-Cov-2 ვირუსის B.1.617.1 ვარიანტს. ჯერჯერობით ეს შიშები არ მართლდება.
ასევე ცნობილია ინდური ვარიანტის კიდევ ერთი ქვეჯგუფი B.1.617.3, სადაც S სპაიკ ცილის კიდევ ერთი V382L მუტაცია იქნა აღმოჩენილი. ამ ვარიანტს ინდური სამმაგი მუტანტი“(Triple Mutant) უწოდეს.
კლინიკური ნიშნებით და სიმპტომებით „ინდური“ B.1.617 ვარიანტით გამოწვული კოვიდ-19 არ განსხვავდება „კლასიკური“, ვუჰანის შტამით გამოწვული დაავადებისგან.
რაც შეეხება SARS-CoV-2 ვირუსის ახალი ვარიანტებით (ინდური B.1.617, ბრიტანული B.1.1.7, ბრაზილიური P.1, სამხრეთ-აფრიკული B.1.351) გამოწვეული კოვიდ-19 მართვას, მეთოდები და პრინციპები იგივეა, რაც „ვუჰანის შტამით“ გამოწვეული კოვიდ-19 ის.
ბრიტანეთში ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ფაიზერისა და ასრტაზენეკას მიერ წარმოებული ვაქცინების ( BNT162b2 და ChAdOx1) ორი დოზით იმუნიზაციის ეფექტურობა „ბრიტანული“ B.1.1.7 და „ინდური“ B.1.617.2 ვარიანტების წინააღმდეგ.
შედეგები ასეთია:
ერთი დოზით იმუნიზაციის შემდეგ ორივე ვაქცინამ ერთნაირი ეფექტურობა აჩვენა - „ბრიტანული“ ვარიანტის წინააღმდეგ 51.1%, „ინდური“ვარიანტის წინააღმდეგ 33.5%.
ორი დოზით იმუნიზაციის შემდეგ BNT162b2 ვაქცინის ეფექტურობა „ბრიტანული“ ვარიანტის წინააღმდეგ 93.4%, „ინდური“ვარიანტის წინააღმდეგ 87.9%.
ორი დოზით იმუნიზაციის შემდეგ ChAdOx1 ვაქცინის ეფექტურობა „ბრიტანული“ვარიანტის წინააღმდეგ 66.1%, „ინდური“ვარიანტის წინააღმდეგ 59.8%.
26 მაისს ჯანმოს ((WHO) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ბრიტანული B1.1.7 ვარიანტი 141 ქვყანაშია აღმოჩენილი, სამხრეთ აფრიკული B.1.351 ვარიანტი - 102 ქვყანაში, ბრაზილიური P.1 ვარიანტი - 59 ქვეყანაში, ინდური B.1.617 ვარიანტი - 53 ქვეყანაში.
არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში SARS-CoV-2 ვირუსის ოთხივე ვარიანტი ცირკულირებდეს. იმის დასადგენად, თუ რომელი ვარიანტებია ჩვენთან გავრცელებული და რომელია დომინანტური, აუცილებელია ყოველდღიურად ვირუსის სექვენირების ასობით კვლევის ჩატარება. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანას ამის რესურსი არ აქვს.
ერთადერთი, რაც ჩვენს სახელმწიფოს შუძლია, ეს არის მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობის ვაქცინაცია ეფექტური ვაქცინებით და პროფილაქტიკური ღონისძიებების (პირბადე - ჰიგიენა- სოციალური დისტანცია) პოპულარიზაცია.
წყარო
https://www.newscientist.com/definition/indian-covid-19-variant-b-1-617/