რამდენად გვიცავს აცრა და რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინაციის შესახებ.
COVID-19 ის გამოჩენიდან უამრავი მოსაზრება ტრიალებს ჩვენს ირგვლის, ზოგი ხელოვნურად შექმნილი, ზოგი აზროვნების ნაყოფი, და ზოგიც უბრალოდ, უსაფუძვლო. ფაქტი კი ერთია, არსებობს ვირუსი, რომელმაც, შეცვალა სამყარო და აუცილებელია მალე გადავიდეს დღის წესრიგიდან, თუკი გვინდა რომ ისევ იმავე ლიანდაგზე დავდგეთ და დავუბრუნდეთ ჩვეულ რითმს, მაგრამ გლობალური ზეგავლენა ისეთია, როგორც არასდროს, ისტორიის განმავლობაში.
არსებობს საკითხი ვაქცინაციის უნდობლობასთან დაკავშირებით, რასაც შეიძლება მოვუძებნოთ ფსიქოლოგიური საფუძველი, თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი ამ მოსაზრებას დასაწყისშივე უგულვებელჰყოფენ.
კორონავირუსთან დაკავშირებული მითები დღითი დღე ფართოვდება და შეცდომაში შეჰყავს მოსახლოების დიდი ნაწილი. ასეთია მაგალითად შეხედულება აცრასთან დაკავშირებით, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვაქცინა სრულფასოვნად იცავს ადამიანს ინფიცირებისგან, თუმცა რეალურად,
აცრა არის საშუალება იმისთვის, რომ ადამიანი შედარებით რთულად დაინფიცირდეს, ან დაინფიცირების შემთხვევაში მარტივად გადაიტანოს დაავადება.
აცრილი ადამიანი შეიძლება იყოს გადამტანი კონკრეტული დაავადების და, შესაბამისად, აუცილებელია გაითვალისწინოს თავადაც და მის გარშემო მყოფებმაც მოცემულობა. იყვნენ პასუხისმგებლიანები და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები გვამცნობენ, რომ ვაქცინა ასტრაზენეკას შემთხვევაში, რომლის გამოყენების სრული კურსი მოიცავს ორ დოზას 4-6 კვირის შუალედით,
მისი ეფექტურობის საშუალო პროცენტი განისაზღვრება 76% - ის ოდენოებით.
რეკომენდაციას, რომელსაც იძლევაჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო), მდგომარეობს შემდეგში, რომ ზემოთხსენებული ვაქცინა უმჯობესია გამოყნებული იქნას , 65 წელს გადაცილებული ადამიანების ვაქცინაციისთვისთუმცა სხვადასხვა ქვეყანას შეუძლია პრიორიტეტების საკუთარი შეხედულებებით დალაგება.
ჩინური კომპანია „სინოფარმის“ პეკინის განყოფილების მიერ წარმოებულმა ვაქცინამ, რომელმაც ა/წ მაისში ჯანმოს ავტორიზაცია მიიღო:, „მესამე ფაზის კლინიკურ კვლევაში 78.1% იანი ეფექტურობა აჩვენა. კვლევა ჩატარდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და ბაჰრეინში, რომელშიც 40 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის მონაწილეებმა მიიღეს ვაქცინის ორი დოზა 21 დღიანი ინტერვალით.
სინოფარმის კლინიკური კვლევა მიმდინარეობს ასევე ეგვიპტესა და იორდანიაში.
განსხვავებით რნმ ტექნოლოგიით (ფაიზერი, მოდერნა) და/ან რეკომბინანტულ-ვექტორული ტექნოლოგიით (ასტრაზენკა) შექმნილი ვაქცინებისგან, სინოფარმის ვაქცინა დამყარებულია ინაქტივირებული (დახოცილი) ვირუსის პრინციპზე. ორგანიზმში შეყავთ SASRS-CoV-2 დახოცილი ვირუსი, რომლსაც ანტიგენური თვისებები შენარჩუნეებული აქვს, რის საპასუხოდ ორგანიზმი იწყებს ანტისხეულბის გამომუშავებას.
როგორც სხვა ვაქცინეების შემთხვევაში, სინოფარმით იმუნიზაციას (აცრას) შეიძლება მოჰყვეს გვერდითი მოვლენები, ნანემსრის ადგილის შეწითლება, ქავილი, საერთო სისუსტე, ცხელება დასხვა
ჯანმოს მიხედვით, კოვიდ-19-ის არც ერთ პროფილაქტიკურ ვაქცინას არ გააჩნიათ უნარი 100%-ით დაიცვას ადამიანი ვირუსისგან, ვაქცინირბულეები მაინც შეიძლება იყვნენ ვირუსის, როგორც მატარებლები ასევე გადამტანები, შესაბამისად დაინფიცირება შესაძლებელია უკვე აცრილი ადამიანისგანაც, მაგრამ აცრის შემთხვევაში ადამიანის სხეული სწავლობს თუ, როგორ, ებრძოლოს ვირუსს, მას შეუძლია მარტივად, უსიმპტომოდ გადაიტანოს ვირუსი, გართულებების გარეშე.
შესაბამისად, ჯერ-ჯერობით საზოგადოება ისევ პანდემიის შუაგულში ტრიალებს საიდანაც, გამოღწევა ცოდნით, პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით შეიძლება,
გაუფრთხილდი საკუთარ და გარშემომყოფების ჯანრთელობას.
ლაბუნო.
წყარო:
https://www.who.int/news-room/feature-stories/detail/the-oxford-astrazeneca-covid-19-vaccine-what-you-need-to-know
https://www.radiotavisupleba.ge/ https://www.healthline.com/health/astrazeneca-vs-sinovac#summary https://www.reuters.com/business/healthcare-pharmaceuticals/sinopharms-two-covid-19-shots-effective-study-says-2021-05-27/